Monday, April 23, 2012

ნარკოტიკული დანაშაული

ნარკოტიკი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გაშეშებას, გაშტერებას…
სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს ადამიანზე. ძირითადად სამი სახის ზემოქმედებას განასხვავებენ ერთმანეთისაგან:
  • სტიმულაიცა,
  • დეპრესანტი,
  • ფსიქორეაქტიულობა.
ნარკოტიკს რამოდენიმე ასპექტი გააჩნია:
  • სოციალური კუთხით-ნარკოტიკულ საშუალებად მიიჩნევა ისეთი საშუალებები, რომელთა მოხმარებასაც ადამიანი მიჰყავს პათოლოგიამდე და იწვევს მის დეგრადაციას.
  • სამედიცინო კუთხით-ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ადამიანის ორგანიზმში იწვევს ფუნქციონალურ ცვლილებებს. სამედიცინო ენით ნარკომანი არის ავადმყოფი, რომლის ჯანმრთელობასაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად მიადგა ზიანი.
  • იურიდიული თვალსაზრისით-საშუალებები ნარკოტიკულად ჩაითვლებიან თუ ასეთად მიჩნეულია საქართველოს პარლამენტის მიერ და ექვემდებარებიან სპეციალურ კონტროლს.
ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში მონაწილენი მათი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობიდან გამომდინარე შეიძლება პირობითად დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:
  • დანაშაულებრივ გაერთიანებათა ორგანიზეტორები;
  • გამსაღებლები;
  • გადამზიდველები;
  • დამამზადებლები;
  • მწარმოებლები;
  • მყიდველები;
  • შემნახველები;
  • მოხმარების ბუნაგის ორგანიზატორები და მფლობელები;
  • ყალბი სამედიცინო რეცეპტების დამამზადებელი პირები;
  • ხელის შემწყობები.
დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს:
  • ნარკოტიკულ საშუალებას;
  • მის ანალოგს, პრეკურსორს;
  • ფსიქოტროპულ ნივთიერებას;
  • მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
ბუნებრივ ნარკოტიკულ საშუალებებს მიეკუთვნება:
  • მცენარეები, რომლებიც გამოყენებისას იწვევენ განსაკუთრებულ მდგომარეობას, ქმნიამ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.
  • სინთეზური და ნახევრად სინთეზური ნარკოტიკები წარმოადგენს ქიმიურ ნივთიერებებს.
  • ბარკოტიკული საშუალებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს: კაპსულების, ნაყენების, ნახშირების, აბების, ფხვნილების, სიროფების და ექსტრაქტების სახით.
პირად მოხმარებისათვის:
  • ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით დამზადება,
  • შეძენა,
  • შენახვა,
  • ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს ასეთი ქმედებისათის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.
ხოლო, თუ პირი ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკს ან მიმართავს ექიმს დასახმარებლად განთავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.იხ ვრცლად

Thursday, April 5, 2012

ნარკომანია


 ნარკომანია და საქართველო
4-მილიონიან საქართველოში დღეს 240-დან 350 ათასამდე (საშუალოდ - 295 ათასი) ნარკომანია რეგისტრირებული. შედარებისთვის: ავღანეთში, რომელიც მთელი მსოფლიოს ჰეროინის 95%-ს აწარმოებს, მხოლოდ 170 ათასი ნარკომანია აღრიცხული. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის ქართულ საზოგადოებას. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ მისი მომხმარებელია, რადგან იგი ყველაზე სწრაფად იწვევს ადამიანის ფიზიკურ და ინტელექტუალურ დეგრადაციას. ნარკოტიკებით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტიც მის წილად მოდის.იხ ვრცლად.