ექსტაზი
ექსტაზი – “მოცეკვავე სიკვდილი” – რეივ-ნარკოტიკია, რომელსაც დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი დისკოთეკებსა და ღამის კლუბებში დროსტარებისას მოიხმარს. იგი გერმანელმა მეცნიერებმა მიიღეს მე-20 საუკუნის დამდეგს ამფეტამინის მოლეკულის ქიმიური აღნაგობის ტრანსფორმაციის გზით. I მსოფლიო ომის დროს ექსტაზის აქტიურად იყენებდნენ გერმანულ არმიაში – მისი მიღების შემდეგ ჯარისკაცები ვეღარ გრძნობდნენ დაღლილობას, შიმშილს, წყურვილსა და სიცივეს. მოგვიანებით პრეპარატით ფსიქიატრები დაინტერესდნენ, მაგრამ მან იმედი არ გაამართლა. დამანგრეველი თვისებების გამო დეპრესიის სამკურნალოდ მის გამოყენებაზე უარი თქვეს ამერიკელმა მკვლევრებმაც. ექსტაზი 70-80%-ით ამცირებს სისხლში სეროტონინის დონეს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. სწორედ ამ თვისებას უკავშირდება ადამიანთა უეცარი გარდაცვალება დისკოთეკებსა და ღამის კლუბებში. ექსტაზი მიჩვევას იწვევს, ამიტომ კლაბერები მისი ხშირი გამოყენების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ნარკომანებად იქცევიან.
ნიანგი
მოგეხსენებათ 2010 წლიდან საქართველოში გაჩნდა ახალი ნარკოტიკული პრეპარატი რომლის შექმნაც ძალზედ ადვილი და იაფია, ამ პრეპარატის ერთ–ერთი იგრედიენტია ტოქსიკური ნარევი რომელიც საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში კანალიზაციის მილების გასაწმენდად გამოიყენება. ჩვენ გავესაუბრეთ ნარკოლოგებს ნანა ოქრუაშვილი მოგვიყვება თუ რა გავლენას ახდენს ეს პრეპარატი ადამიანზე, სერგო ლეჟავას თქმით ამ პრობლემის გადაჭრის ხერხი მხოლოდ ერთია რომ ამ პრეპარატის იგრედიენტების გაყიდვის დროს აუცილებლად მოხდეს პირადობის მოთხოვნა, ლალი უშალიძე თემით ვინ იყენებს ნიანგს.
კოკა და კოკაინი
კოკა და კოკაინი
ტროპიკული მცენარის კოკას ფოთლებს ადამიანი ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინათ იყენებდა. მთებში მცხოვრები ინდიელები მას შიმშილისა და სიცივის შეგრძნებათა დასათრგუნავად ღეჭავდნენ. კოკას რეგულარული გამოყენების გამო 30-35 წლის ასაკში ისინი უკვე ღრმა მოხუცებულებს ჰგავდნენ. ამავე პერიოდში კოკა ინდიელების ტრადიციული სამზარეულოსა და რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც კოკა ევროპაში შეიტანეს, მის გავრცელებას წინ აღუდგა ეკლესია.
ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ ამის საწინააღმდეგოდ კანონიც კი გამოსცა, მაგრამ კოკა მაინც ელვის სისწრაფით გავრცელდა. კოკას ფოთლებისგან კოკაინის მიღების წესი ჩრდილოეთ კოლუმბიის ბინადარი გუახიროს ტომის ინდიელებმა აღმოაჩინეს, მისი მასობრივი წარმოება კი მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო. კოკას ფოთლებს განსაზღვრულ მინარევებთან ერთად ადუღებდნენ და იღებდნენ სქელ მასას, რომელიც შედგენილობით თანამედროვე კოკაინს ჰგავს, მისი გაწმენდის შედეგად კი იღებდნენ კოკაინის თეთრ ფხვნილს. მოგვიანებით გერმანელმა ქირურგმა კარლ ლუდვიგ შლაიხმა ადგილობრივი გაუტკივარების მეთოდი შეიმუშავა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ცნობილმა ქიმიკოსმა ვიოლერმა კოკას ფოთლებისგან სუფთა სახით მიიღო შესანიშნავი საანესთეზიო საშუალება კოკაინი.
ოპიუმი და მორფიუმი
კოკაინი ხანგრძლივი ისტორიის მქონე ერთადერთი ნარკოტიკი როდია. არქეოლოგიური გათხრების დროს ქვის ხანის საცხოვრისებში საკვების ნარჩენებს შორის აღმოაჩინეს ყაყაჩოს თესლიც, რომლისგანაც მოგვიანებით ოპიუმის დამზადება დაიწყეს. ოპიუმის წევა საკმაოდ იყო გავცელებული ჩინეთში. საბოლოოდ ამან ისეთი დამღუპველი ხასიათი მიიღო, რომ გენერალმა ცზენ ტანმა ნარკომანებისთვის ტუჩების მოკვეთა ბრძანა, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი… როდესაც დაინახეს, რომ აკრძალვა უშედეგო იყო, ხელისუფლებმა გადაწყვიტეს, ეს მავნე ჩვევა ეკონომიკური სარგებლისთვის გამოეყენებინათ – უცხოეთშიც გაეყიდათ. ამ მიზნით ჩინეთის იმპერატორმა ქალმა ცი სინმა გლეხებს ნება დართო, სიჩუანისა და იუნანის მთიან პროვინციებში ძილის მომგვრელი ყაყაჩო გაეშენებინათ. ჩინეთის მოსახლეობის თითქმის მესამედმა ამ საქმეს მიჰყო ხელი და მე-20 საუკუნის დასაწყისში 22 ათასი ტონა ოპიუმი მიიღეს, თუმცა მოგების ნაცვლად სახელმწიფო უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნედლეულის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებად თავად ჩინელები იქცნენ. ჩინეთიდან ოპიუმმა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეაღწია. ოპიატების სწრაფ გავრცელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში მეცნიერმა ფრიდრიხ ვილჰელმ სერტიურნერმა ოპიუმისგან კრისტალური სახით გამოყო თეთრი ნივთიერება მორფიუმი – სწორედ ის განაპირობებდა ოპიუმისთვის დამახასიათებელ საძილე და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. მორფიუმმა უამრავი ხალხი იხსნა სიკვდილისა და მტანჯველი ტკივილისგან, თუმცა მილიონობითვე ადამიანი მორფინიზმით – ნარკომანიის ერთ-ერთი მძიმე ფორმით – დააავადა.
ჰეროინი
ოპიატის ოჯახს განეკუთვნება და სინთეტიკურ ნარკოტიკულ პრეპარატს წარმოადგენს (ოპიოიდი). ზოგიერთი ოპიოიდი, როგორიცაა მეტადონი და დემეროლი, მთლიანად ხელოვნურია, ზოგიერთი კი, მაგალითად მორფი და ჰეროინი ლაბორატორიებში ოპიუმისგან მზადდება. თითქმის ყველა ოპიოიდურ პრეპარატს ახასიათებს მსგავსი ზემოქმედება. ზემოქმედების თვალსაზრისით ჰეროინი მორფზე სამჯერ უფრო ძლიერია. ჰეროინი მორფისგან დამზადებული დეპრესანტული ნარკოტიკია, რომელიც წარმოადგენს ოპიუმის ყაყაჩოს დამუშავების შედეგად მიღებულ ოპიუმის პროდუქტს. იგი წარმოდგენილია თეთრი, ნაცრისფერი ან ყავისფერი ფხვნილის სახით. ჰეროინის ჟარგონული დასახელებები: გემო, ცხენი, ყავისფერი შაქარი, ვეფხვი. მოხმარება: – ინექციით; – მოწევით: ხდება მისი გაცხელება ალუმინის ფოლგაზე და შესუნთქვა; – ინჰალაციის გზით. ჰეროინის ზემოქმედება: ჰეორინს ახასიათებს შემდეგი სახის ფიზიკური ზემოქმედება: – გუგების შევიწროვება; – სხეულის ტემპერატურის დაკლება; – მაჯისცემისა და სუნთქვის შენელება. ჰეროინს ახასიათებს შემდეგი სახის ფსიქოლოგიური ზემოქმედება: – მოთენთილობა და ინდეფერენტულობა; – რეაგირების უნარის დაკარგვა; – უემოციობა; – სრული მოდუნება.ამფეტამინები
ამფეტამინები წარმოადგენენ, ასევე, ლაბორატორიაში დამზადებულ პრეპარატებს, რომლებიც სტიმულატორების სახელითაა ცნობილი. ისინი ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას მაღლა სწევენ და სიცოცხლისუნარიანობის შეგრძნებას უმძაფრებენ. ამფეტამინები ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ რეაქციებს წვავენ.
ნარკოტიკული საშუალებები ცენტრალურ ნერვულ სისტემას ჯერ აღაგზნებენ, ხოლო შემდეგ თრგუნავენ. ამიტომ “ამაღლებულ” განწყობას, როგორც წესი, თან სდევს მოწყენილობა, დეპრესია და დაღლილობა. პრობლემა იმით იწყება რომ მომხმარებელი შესაძლოა მოტყუვდეს და იმისათვის, რომ თავი “კარგად” იგრძნოს, კუდევ ერთი დოზა მიიღოს. ასეთ დროს ვითარდება ამ ნივთიერებისადმი მიჩვევა და მომხმარებელი მასზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება.
ჰალუცინოგენებინარკოტიკული საშუალებები ცენტრალურ ნერვულ სისტემას ჯერ აღაგზნებენ, ხოლო შემდეგ თრგუნავენ. ამიტომ “ამაღლებულ” განწყობას, როგორც წესი, თან სდევს მოწყენილობა, დეპრესია და დაღლილობა. პრობლემა იმით იწყება რომ მომხმარებელი შესაძლოა მოტყუვდეს და იმისათვის, რომ თავი “კარგად” იგრძნოს, კუდევ ერთი დოზა მიიღოს. ასეთ დროს ვითარდება ამ ნივთიერებისადმი მიჩვევა და მომხმარებელი მასზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება.
ჰალუცინოგენები ნარკოტიკების სხვადასხვაგვარ ჯგუფებს წარმოადგენენ. ზოგიერთი ბუნებრივია. მაგალითად, “ჯადოსნური სოკოები” და კაქტუსის ალკალოიდი ნივთიერება მესკალინი. სხვები ლაბორატორიებში მზადდება. მაგალითად, LSD, რომელიც “მჟავის”
სახელითაა ცნობილი და ჰალუცინაციებს იწვევს.
ამ ჯგუფის ნარკოტიკული დაშუალებები ცნობიერებაზე, შეგრძნებებსა და აღქმაზე უდუდეს გავლენას ახდენენ. მომხმარებელს ჰალუცინაციები ეწყება.
ჰალუცინოგენების უმეტესობა მიჩვევას არ იწვევს, თუმცა მისი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ვითარდება ლტოლვა ამ ნივთიერებისადმი. ჰალუცინოგენის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები ხშირად იღუპებიან.

ბარბიტურატები
ლაბორატორიებში დამზადებული ეს პრეპარატები ექიმების მიერ ენიშნება პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ უძილობა ან აღგზნებულობა – ”საძილე აბების” ან, შესაბამისად, ”დეპრესანტების” სახით.
მაღალი დოზით ბარბიტურატების გამოყენება ალკოჰოლის მოხმარების მსგავსი ეფექტით ხასიათდება. აბსტინენციის სინდრომი საკმაოდ მძიმედ ვლინდება და ზოგჯერ ფატალურია.
მაღალი დოზით ბარბიტურატების გამოყენება ალკოჰოლის მოხმარების მსგავსი ეფექტით ხასიათდება. აბსტინენციის სინდრომი საკმაოდ მძიმედ ვლინდება და ზოგჯერ ფატალურია.
ალკოჰოლი და თამბაქო
ალკოჰოლი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სოციალური ნარკოტიკია. იგი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში გამოიყენება. ალკოჰოლურ სასმელებს მიეკუთვნება ღვინო, ლუდი, სიდრი, პორტვეინი, ვისკი, ჯინი, რომი და ა.შ.
ნარკოტიკი თავის ტვინზე ორნაირად მოქმედებს. ერთი მხრივ, იგი ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას წარმოადგენს და შეგრძნებებს აქვეითებს. მეორე მხრივ, დეპრესანტია და რეაქციების სიჩქარეს ანელებს. ალკოჰოლმა მსმელს შესაძლოა ბედნიერების, გარკვეული უპირატესობის შეგრძნება მიანიჭოს.
ადამიანთა უმრავლესობას ალკოჰოლის ზომიერად მიღების გაკონტროლება შეუძლიათ. ისინი გართობის მიზნით სვამენ ისეთ სასმელებს, რომლებიც მაღაზიებში ბარებსა და რესტორნებშია ხელმისაწვდომი. ხანგრძლივი დროის მანძილზე დიდი რაოდენობის ალკოჰოლის გამოყენება ჯანმრთელობის შერყევას იწვევს. განსაკუთრებით, თავის ტვინსა და ღვიძლის დაზიანებას, აგრეთვე, კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემია მოშლას და კიდევ უამრავ სხვა პრობლემას.
ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარებისას ორგანიზმი ეჩვევა მას. ამის დამადასტურებელია ის, რომ როდესაც ალკოჰოლის მომხმარებელი წყვეტს მის მიღებას, მას “აბსტინენციის სინდრომი” უვითარდება, ეწყება ბოდვა(“თეთრი ცხელება”), ოფლიანობა, კანკალი, გულისრევა და ჰალუცინაციები.
თამბაქოში არსებული ნიკოტინი კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია. სიგარეტის მოწევა დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ფილტვისა და ყელის კიბო, ასევე, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები. მწეველი ორსული ქალი საფრთხეს უქმნის საკუთარი ნაყოფის ჯანმრთელობას.
დაავადებებს, ძირითადად, იწვევს თამბაქოს კვამლში შემავალი ინგრედიენტები, მაგალითად, კუპრი და მხუთავი აირები. პასიური მწეველების (ადამიანები, რომლებიც მუდმივარ ჩაისუნთქავენ კვამლს) ჯანმრთელობა, ასევე, საფრთხის ქვეშაა.
თავად ნიკოტინი ასტიმულირებს ადამიანს, უფრო სიცოცხლისუნარიანს და აქტიურს ხდის. მწეველის ორგანიზმი სწრაფად ეჩვევა ნიკოტინს და იმავე ეფექტის მისაღებად უფრო ბევრს ეწევა. მწეველი ნიკოტინზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება.

No comments:
Post a Comment