ადამიანთა
ტანჯვას დასასრული არა აქვს. საყოველთაო ხრწნილება სუფევს მთელს ოჯახებში,
მოზრდილებში, ბავშვებში. ყოველდღიურად ჩემი გული სისხლით ივსება. სახლების
უმრავლესობა განხეთქილებით, არეულობით, შფოთითაა სავსე. მხოლოდ იმ
სახლებში, სადაც ღვთის ნებით ცხოვრობენ ადამიანები, გრძნობენ თავს მშვიდად.
სხვაგან კი, - აქ გაყრა, იქ გაკოტრება, სადღაც ავადმყოფობა, სადღაც
უბედური შემთხვევები, ზოგი წამალს ეძალა, ზოგი ნარკოტიკს. საცოდავები! ზოგს
მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ყველას ტკივილი აწუხებს. განსაკუთრებით
დღეს. სამუშაო არ არის, ვალებია, ტანჯვაა, ბანკები ადამიანებს უკანასკნელ
კაპიკებს სწოვენ, სახლებიდან ასახლებენ, ტანჯვა-წამების მთელი გროვაა და ეს
არა მხოლოდ ერთ-ორ დღეს. თუკი ასეთ ოჯაში ერთი ან ორი ჯანმრთელი ბავშვი
არსებობს, ყოველივე ამისგან ისინიც ავადდებიან. ამგვარ ოჯახში მცხოვრებ
ადამიანებს მხოლოდ ერთი დღითაც რომ შეეძლოთ მონაზვნური უზრუნველობა
მოიპოვონ, ეს მათთვის ყველაზე საუკეთესო აღდგომა იქნებოდა.
ჩვენს
მძიმე დროში კიდევ ერთი გზა გაიხსნა ჯოჯოხეთისაკენ - ნარკომანია. ალბათ
ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რა შედეგები მოსდევს ამ ავადმყოფობას
ფსიქიური, ზნეობრივი და ფიზიკური არსებობისათვის, დღეს ეს ყველასათვის
კარგადაა ცნობილი. მაგრამ როგორ უნდა შევხედოთ მას ქრისტიანობის
პოზიციიდან?
ჯერ ერთი, ნარკომანია ძალიან ახლოსაა საზარელ ცოდვასთან -
თვითმკვლელობასთან, ასევე ჯადოქრობასთან, შავ მაგისთან, სპირიტიზმთან, ანუ
ყველაფერთან, რასაც "მიღმურ სამყაროსთან" - ბნელეთის სულებთან აქვს
კავშირი. ჯადოქრების მთელი თაობები ამგვარ ბანგს იმისათვის ხმარობდნენ, რომ
თავიანთ "ღმერთებთან", ანუ ეშმაკებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობა
შესძლებოდათ. თავისთავად ადამიანის სურვილი - დალიოს რაღაც სასმელი, რაც
ძლიერ, უცნაურ, გამოუთქმელ მდგომარეობას განაცდევინებს და უცნობ, იდუმალ
ქვეყანას დაანახვებს, არის დაცემულ სულთა გამოხმობა. კაცი მზად არის თავისი
გრძნობები, მთლიანად სული მას დაუმონოს, ოღონდ კი რაღაც "საინტერესო",
უჩვეულო, სასიამოვნო გამოსცადოს.
ჩვენ,
ქრისტიანებმა ვიცით, თუ რა განუწყვეტლივ ცდილობენ ეშმაკები გვაცდუნონ,
მიგვიზიდონ ტკბილი ტყუილით, როგორ გვთავაზობენ შხამიან ნაყოფს ნუგბარის
სახით, ყოველს ჩვენს კეთილ წამოწყებას ცრუ-სიკეთედ ქცევას უქადიან. მთელ
თავიანთ მზაკვრობას, თავიანთ ბადეებსა და ხაფანგებს ისინი მშვენიერ,
მომხიბლავ საფარველში ხვევენ. ამიტომ ვუყურებთ ეჭვით ამ "ტკბილ", "საამო",
"ნეტარ" მდგომარეობას, შეუმოწმებლად არ ვღებულობთ არავითარ
"გამოცხადებებს", "ხილვებს", "ჩვენებებს", "განათებებს" და სხვა უჩვეულო
მოვლენებს. ჩვენ არც უეცარ ძლიერ გრძნობებს ვუჯერებთ, სინანულისა თუ ლოცვის
დროს რომ გვაკითხავენ, და არც ერთბაშად გაჩენილ მხურვალე მოშურნეობას,
რადგან ვიცით - ეშმაკს იოლად შეუძლია გვაცდუნოს. ამიტომ ვფრთხილობთ: აქ
დაშვებულმა შეცდომამ ვაითუ უმძიმეს შედეგამდე - სულის წარწყმედამდე
მიგვიყვანოს. და ასეთი სიფრთხილის მიუხედავად ეშმაკი ხშირად გვჯობნის და
გვაცდუნებს. მაშ რაღა ითქმის მათზე, ვინც თვითონ ეძებს და ეძახის სწორედ
ასეთ - ძლიერ, მკვეთრ, საამო გრძნობებს, ახალ-ახალ, უჩვეულო განცდებს,
"ჩვენებებს", "გამოცხადებებს?" ასეთი ადამიანი მალე ბოროტ სულთა სრულ
მფლობელობაში გადადის და სულით ხორცამდე მათი მონა ხდება.ეშმაკი მას მანამ
შეიქცევს, ვიდრე სრულიად ჩაეფლობოდეს ნარკომანიის ჭაობში და დამპუკიდებელი
პიროვნებიდან ნარკოტიკის დანამატად იქცეოდეს. ამიერიდან მის ცხოვრებას
ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე კვლავ აღმოჩნდეს იმ "სამეფოში", რომლიოს
კარსაც ნარკოტიკი აღებს და "ვარდისფერი ნისლით" მოცულ არარსებულ სამყაროში
ცხოვრობს. მაგრამ საბრალოს დემონები ამ ნუგეშსცას სტაცებენ - ნარკოტიკის
მიღების სურვილი მატულობს, დოზები იზრდება, უმისოდ არსებობა ძნელდება,
საამო შეგრძნება კი პირვანდელ ხიბლს კარგავენ, ქრებიან და ამ "ვარდისფერი
ნისლის" მიღმა თანდათან ჩნდება ეშმაკის მახინჯი, საშინელი სახე.
მაშინ კი უკვე უხეშად დასცინის თავის მსხვერპლს, აღარ ეფერება და
ეპირფერება, პირიქით, უმოწყალოდ თელავს და ხშირად თვითმკვლელობასაც
ჩააგონებს - ეშმაკის საბოლოო მიზანიც ხომ სწორედ ისაა, სამუდამოდ დაიმონოს
სული. თვითმკვლელობა ყველაზე შხამიანი კერძია იმათ შორის, რასაც ეშმაკი
თავის რჩეულებს სთავაზობს.
ამპარტავნება
სულიერი სნეულებაა, რომელიც წამლავს ადამიანის სულიერ ღირსებას. ეს
უსაშინელესი მტერია ადამიანისა. დიდი ვნება მოაქვს ამ გარეწარად ადამიანის
სულიერ შვენიერების განმხრწნელ და შემარცხვენელ აზრთა სიბნელის ცთომას.
რამდენიც გინდა იომო ამპარტავნების წინააღმდეგ და სიმდიდრის უფსკრულში
ჩაძვრე, მაინც იგი ამოგფარებია ზურგს უკან, ამ სიმდაბლის ქვესკნელშიაც და
შენი მოქმედების მოწონებით თავის საწადელს წვდება, როგორც აჩრდილი თავისა,
ესეცა თან სდევს ადამიანს მის სიცოცხლეში.
No comments:
Post a Comment