როგორ დავაღწიოთ თავი ნარკოტიკებს
ნარკომანიის
მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ჩანაცვლებითი და
დეტოქსიკაციური. ბოლო ხანს მეტად პოპულარული გახდა ჩანაცვლებითი თერაპია,
რომელსაც მოსახლეობა მეტადონის პროგრამის სახელით იცნობს. მკურნალობის ეს
მეთოდი ნარკომანიით დაავადებულისთვის გარკვეული ხნის განმავლობაში საკმაოდ
ტოქსიკური ნივთიერების – მეტადონის მიწოდებას გულისხმობს. თუ ადამიანს
დაწყებული აქვს ნარკოტიკული დემენცია (ჭკუასუსტობა) ანუ გარემოში
ადაპტაციას ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, ამ მეთოდის გამოყენება
მიზანშეწონილია.
რაც შეეხება დეტოქსიკაციის მეთოდს, ამ დროს ორგანიზმი
ნარკოტიკების მიღების შემდეგ წარმოქმნილი მავნე რადიკალებისგან იწმინდება.
დაიხსომეთ: მკურნალობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების
მხარდაჭერას. არ შეიძლება, ნარკომანიით დაავადებულს ეჩხუბო, შეურაცხყოფა
მიაყენო, აიძულო, იმკურნალოს. ფსიქოთერაპია, რომელიც დღესდღეობით
მკურნალობის ერთ-ერთი პოპულარული მეთოდი გახლავთ, სასურველია, ოჯახის
წევრებმაც გაიარონ. საზოგადოდ, ფსიქოთერაპიის მიზანი ის არის, რომ
მკურნალობა მოტივირებული გახადოს.
ნარკომანიისგან განკურნების კიდევ
ერთი აუცილებელი პირობა სარეაბილიტაციო კურსია, რომელსაც, სულ მცირე, სამი
თვე სჭირდება და რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან დანერგილი არ გახლავთ.დევიზი კი კვლავინდებურად უცვლელია: დაფიქრდი, ვიდრე ნარკოტიკს გემოს გაუსინჯავ და მის კლანჭებში მოხვდები, თორემ მერე გვიან იქნება!
No comments:
Post a Comment