ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი


ეს არის ნარკომანიის სინდრომი,რომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკყრ ლტოლვას და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს.მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი.
  • ფსიქიკური ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკებზე გამუდმებულ ფიქრში.ნარკოტიკების უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაში და განწყობის გაუმჯობესებაში ნარკოტიკების მიღების მოლოდინით წინასწარ ტკბობის დროს.ფსიქიკური ტკბობა  ემოციურ ფონს განაპირობებს.მაგრამ მას არ შეუძლია მთელი ცხოვრების დაკავება,ქცევის კარნახი.დაავადების ამ სტადიაში,როცა ფსიქოლოგიური ლტოლვა ყალიდება.ამ მოტივების ბრძოლა გრძელდება.ფსიქიკური ლტოლვა მძაფრდება კონფლიქტურ სიტუაციაში.
  • ფსიქიკური ლტოლვა ნარკოტიკების მიმართ ხშირ შემთხვევაში ძალიან გვაინ ვლინდება,რადგან თვითონ ავადმყოფი იტყუებს თავს.არადა ფსიქიკური ლტოლვა ნარკტიკების მიმართ ყველაზე ძნელად დასაძლევი სიპმპტომია. დაავადების განვითარებასთან ერთად, და ნარკომანიის უფრო აშკარა ნიშნების გამოჩენისას, ისეთის როგორებიცაა კომპულსიური ლტოლვა და აბსტინენტური სინდრომი, ობსესიური ლტოლვა მეორე პლანზე გადადის. ამის მიუხედავად, მწვავე სიმპტომატიკის მოხსნის შემდეგ რემისიის დროს და შედარებით უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში, ობსესიური ლტოლვა არსებობას გამოხატულობის იგივე ხარისხით აგრძელებს არსებობას, როგორიც ის მკურნალობამდე იყო. უმეტესწილად, ნარკოტიკისადმი ფსიქიკური ლტოლვა არის დაავადების მუდმივი შემთხვევების ძირითადი და ერთადერთი მიზეზი.
  •  ინტოქსიკაციის დროს, ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარი არ არის ეიფორიის სინონიმი, მასში არა იმდენად სიამოვნების განცდა იგულისხმება, რამდენადაც დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობიდან გაქცევა. თუ ჯანმრთელ ადამიანს მრავალ სიტუაციაში შეუძლია დაკმაყოფილება, მათ შორის ნარკოტიკული გაბრუების დროს, ნარკომანს — მხოლოდ ნარკოტიკის მიღების დროს. ამავე დროს, თუ ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები ნარკოტიკული გაბრუების დროს ირღვევა, ნარკომანის ფსიქიკური ფუნქციები, პირიქით, ნარკოტიკის მიღების შემდეგ უმჯობესდება, რადგან ინტოქსიკაციის უქონლობის პირობებში ისინი ისედაც უკვე ძალზედ დაბალია. ინტოქსიკაციის დროს, დამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ფუნქციონირების სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს ვლინდება, რამდენიმე ფსიქოდელიური საშუალების (ლსდ) მოხმარების შემთხვევების გარდა, როდესაც ფსიქიკა ყოველთვის მხოლოდ ირღვევა.იხ ვრცლად

No comments:

Post a Comment