ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც
ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს.
სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად
იქცა. ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ,
არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ.
არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ
ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით
თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ, და
მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია სამკურნალო და
არასამკურნალო ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებით. მას
ახასიათებს პათოლოგიური ლტოლვა ნარკოტიკული ნივთიერებისადმი, მისაღები
დოზის ზრდის ტენდენცია და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. იგი
საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივი ნორმებისგან გადახრილი ქცევაა.იხ ვრცლად
კაი ბლოგია..წარმატებებს გისურვებ...
ReplyDelete