მათი მოხმარების სტატისტიკა და მისი სხვადასხვა ტიპები
გაეროს დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული
ნარკოტიკია კანაფი (დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი ყავს), მას
მოსდევს ამფეტამინების ჯგუფის სტიმულატორები(დაახლოებით
30 მილიონი — ძირითადად მეტამფეტამინს და ამფეტამინს, 8 მილიონი —
ექსტაზს). 13 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს კოკაინს და 15 მილიონი
ოპიატებს (ჰეროინი, მორფინი, ოპიუმი, სინთეტიკური ოპიატები), მათ შორის
დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იყენებს ჰეროინს. ამასთან მკვეთრად იზრდება
ე. წ. „მსუბუქი ნარკოტიკების“ პოპულარობა — განსაკუთრებით ყველაზე
გავრცელებული, აკრძალული ნარკოტიკის — მარიხუანის. უკანასკნელი ათწლეულის
მანძილზე, შეინიშნება ამფეტამინების რიგის სტიმულატორების ბოროტად
გამოყენების შემთხვევების სიხშირე (ძირითადად ექსტაზი ევროპაში და კრისტალი
აშშ-ში), რომელთაც მოსდევს კოკაინი და ოპიატები.იხ ვრცლად
No comments:
Post a Comment