Thursday, March 29, 2012


 „ნარკომანია სიყვარულს ჰგავს, ყველაზე დიდ და მგზნებარე სიყვარულს. ისევე როგორც შეყვარებული, ნარკოტიკების მოტრფიალე ადამიანი  გამუდმებით თავისი ვნების ობიექტზე ფიქრობს, მასთან შეხვედრაზე ოცნებობს. შეხვედრის წინ სასიამოვნო ეიფორიას განიცდის, ხოლო თუ ”პაემანი” რაიმე მიზეზით გადაიდო, საოცრად ღელავს; ისევე როგორც სიყვარულით გაბრუებული ადამიანი, ნარკომანიც ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ ”მასთან” ერთად იყოს, შეეხოს, შეიგრძნოს… ამგვარი განცდა ეუფლებათ მათ, ვინც ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება… “_ განაცხადა ერთ-ერთმა საერთშორისო სამედიცინო ორგანიზაციამ, რომელიც ნარკომანიის პრობლემას მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეისწავლის.
თუმცა გამოცდილება ცხადყოფს, რომ სიყვარული გაცილებით საიამოვნო რამ არის, ვიდრე ნარკომანია და, ალბათ, დამეთანხმებით, მონატრებაც ნამდვილად სჯობს „ლომკას“.
  ეს ჭეშმარიტება, ვფიქრობ, უფრო მეტად დაგვაფიქრებს, თუკი საქართველოში არსებულ ნარკოლოგიურ ვითარებას გადავხედავთ.

No comments:

Post a Comment