საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 200 000-ს აღწევს!
ნარკო-ბუმის მიზეზინარკოლოგთა
აზრით, ნარკომანიის გავრცელების უმთავრესი მიზეზი ნარკოტიკული
საშუალებების ხელმისაწვდომობაა: შეძენისა და მოხმარებისთვის ადამიანი
ადრინდელთან შედარებით არცთუ მაინცდამაინც ბევრ დროსა და ფულს ხარჯავს.
მეორე მიზეზი კი “ქუჩის განმანათლებლებისგან” მიღებული დეზინფორმაციაა,
რომელსაც მოზარდები შეცდომაში შეჰყავს და ნარკოტიზაციის ეფექტს ზედმიწევნით
შთამბეჭდავად უხატავს. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია, მოზარდმა
ნარკომანიის შესახებ ინფორმაცია ქუჩაში კი არა, შინ ან სკოლაში მიიღოს.
საზოგადოდ, გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მრავალი მოზარდი ნარკოტიკს ინტერესის გამო სინჯავს ― ჰყავს ახლობელი, რომელიც “კაიფობს” და მასაც უჩნდება სურვილი, გემო გაუგოს ნარკოტიკს.
რატომღაც ყველა დამწყებს ჰგონია, რომ ნარკოტიკს არ მიეჩვევა, არ გახდება მათზე დამოკიდებული, უბრალოდ, გასინჯავს, გაერთობა და როცა კი მოისურვებს, მიატოვებს. სამწუხაროდ, პირველ გართობას მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე…ნარკომანია მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. თუ ადრე მომხმარებლები უმთავრესად 25 წელზე უფროსი ასაკისანი იყვნენ, ამჟამად ნარკოტიკებს უფრო მეტად 18-25 წლის ახალგაზრდები ეტანებიან.იხ ვრცლად.

No comments:
Post a Comment